იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -,,ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში"- ფარგლებში, ცხადდება ტრენერთა ტრენინგში მონაწილეების შესარჩევი  კონკურსი. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სერტიფიცირებულ ტრენერებს მიეცემათ საშუალება, 2021/2022 აკადემიურ წელს ჩაერთონ პროექტით გათვალისწინებული უწყვეტი განათლების კურსების განხორციელებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (იმერეთი, კახეთი, აჭარა, თბილისი). პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://colllab.tsu.ge/about

 

ტრეინინგების ჩატარების ადგილი-  ქ. თბილისი. 

ტრეინინგების ხანგრძლივობა-  7-10 დღე

ტრეინინგების ჩატარების სავარაუდო პერიოდი: ივლისი, 2021 წელი

 

აპლიკანტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით  (საბუნებისმეტყველო, აგრარული,  სამედიცინო მეცნიერებების და მომიჯნავე მიმართულებები);

  • კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებში (კლინიკურ-დიაგნოსტიკური, ტესტირების, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო) აქტიური პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; 

  • შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატთა პედაგოგიურ გამოცდილებას  ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ ან/და საუნივერსიტეტო სივრცეში;

  • დარგობრივი ინგლისური ენის ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.



აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ: 

  • განცხადება პროექტის კოორდინატორის სახელზე (იხ. თანდართული ფორმა N1);

  • პროფესიული ავტობიოგრაფია (CV ან რეზიუმე, ქართულ ენაზე);

  • ცნობა დასაქმების ადგილიდან  (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია).

 

აპლიკანტების  შერჩევა:

აპლიკანტების შერჩევა მოხდება პროექტის საკონკურსო კომისიის მიერ  ორ ეტაპად:

პირველ ეტაპი - წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.  

 

შეირჩევა 20 ტრენერი არსებულ ვაკანსიებზე (5-აჭარა, 5 - იმერეთი, 5-კახეთი, 5 - თბილისი). ტრენერთა ტრენინგებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მგზავრობა, სასტუმრო, კვება)  დაიფარება პროექტის თანხებით. 

 

საბუთების მიღების ვადა:  ამა წლის 24 მაისი - 1 ივნისი.

 

შერჩეული კანდიდატების გამოვლენა მოხდება არა უგვიანეს ამა წლის 10 ივნისისა.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, რეგიონების მიხედვით: 

თბილისი - contactgeba@gmail.com;  იმერეთი - njulakidze@gmail.com;   კახეთი -magda.davitashvili@tesau.edu.ge;   აჭარა - rusudan.khukhunaishvili@bsu.edu.ge 

დანართი  1

 

პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების 

უწყვეტი განათლების კურსები  ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის 

 დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" 

კოორდინატორს ქალბატონ ნინო ინასარიძეს



სამუშაო ადგილი და პოზიცია 

სახელი, გვარი




განცხადება

 

გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილ ტრენერთა ტრენინგში  მონაწილეობისათვის გამოცხადებულ  კონკურსში.

 

პატივისცემით,



ხელმოწერა:     ...........................................

მისამართი: .................................................

თარიღი:     .................................................

 
მნახველთა რაოდენობა: 5560
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.