ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ცხადდება სტიპენდიები 2021-2022 სასწავლო წლისთვის, საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
სტიპენდიის მოსაპოვებლად, აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გაგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში, ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ლინკზე:
http://www.viaa.gov.lv/scholarships
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ასევე, აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში