იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ერთიანი ეროვნული გამოცდების დამკვირვებელთა ბაზის განახლების პროცესი დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი,  2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების  კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს დამკვირვებელთა ბაზის  განახლებას  და დამატებითი ახალი კადრების მოძიება/შერჩევას.  

     შერჩევის პროცეში, რაც  კომპიუტერული უნარ-ჩვევების  შემოწმებასა  და ჯგუფურ  გასაუბრებას მოიცავს, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-3 კურსის სტუდენტებს ან მაგისტრებს. 

   შერჩევის პროცესის და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან ტრენინგების ორ ციკლს და ტრენინგზე მიღებული პროფესიული ცოდნის შესაფასებელ ტესტირებას, რომელზეც შემოწმდება მომავალ დამკვირვებელთა ცოდნა, თუ რამდენად ფლობენ ისინი გამოცდების სწორად ადამინისტრირების წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ცოდნას.

   ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურეობა პიროვნებისაგან მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას. ეს საქმიანობა არ გულისხმობს პასიურ მეთვალყურეობას, არამედ, სამუშაოს დატვირთვიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე,  მთელი რიგი  პიროვნული, თუ ფიზიკური უნარების ჩართვას მოითხოვს, რაც   გამოცდების ხარისხიანად ჩატარების საფუძველი გახდება.

  შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა  მონაცემები 5 დღის ვადაში, 1 თებერვლამდე, უნდა გაგზავნონ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში: 

 
მნახველთა რაოდენობა: 6074