იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გამოცხადდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 დეკემბერს აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის აკადემიურ თანამდებობებზე, შემდეგ მიმართულებებში:

ფსიქოლოგია

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით

(აფილირებული)

ქართული ენის სწავლების მეთოდიკა

ასისტენტის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • ავტობიოგრაფია (CV) 
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
  • 2 (ორი) ფოტოსურათი
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ

. კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

  მოთხოვნები:

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.

ბ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 წლის ვადით

შენიშვნა:

ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1-ის სტრუქტურის შესაბამისად;

კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2021 წლის 26 იანვარს და დასრულდება 2021 წლის 29 იანვარს;

საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე# 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს დისტანციურად/ელექტრონულად. ასეთი ვითარების არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ  ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2021 წლის 3 თებერვალი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5688
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.