იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ -მედიაწიგნიერების კონკურსი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

„ნამდვილი თუ მოგონილი?!“- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცხადდება  მედიაწიგნიერების  კონკურსი  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.  

   კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ  ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია); წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. 

    დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. 

  კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

      პრიზები:   კომუნიკაციების კომისიის მიერ  გამოვლენილ გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ:   პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს - Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა. 

  კონკურსის ვადები:   საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.  

   კონკურსის წესები:   სტუდენტებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტები:  ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;  საპრეზენტაციო  მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდ.- ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;   ნაშრომები, რომლებშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს; 

   შეფასების კრიტერიუმები:  რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ამბავი;  რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე;   რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება; რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი.

    კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 6634
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.