იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
IREX-ის საგრანტო კონკურსი

   IREX (საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო) აცხადებს  საგრანტო კონკურსს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამაში (UASP) მონაწილეობის მისაღებად.

   IREX (www.irex.org)  აღნიშნულ პროგრამას  2002 წლიდან ახორციელებს. UASP-ის სტიპენდია კვლევის მენეჯმენტში მიზნად ისახავს დაეხმაროს ევრაზიისა და აფრიკის განსაზღვრულ უნივერსიტეტებს, განახორციელონ რეფორმები, ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კუთხით.

    პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რანგის მმართველებს (მაგ: ადმინისტრატორი, მკვლევარი, ბუღალტერი),  გაემგზავრონ ამერიკაში და იმუშაონ ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამერიკელ კოლეგასთან ერთად, კონკრეტული უნივერსიტეტის რეფორმის პროექტზე. პროგრამა არის სრულად დაფინანსებული და მას ფინანსურ მხარდაჭერას  ნიუ იორკის კარნეგის კორპორაცია უწევს.

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

  1. სტიპენდიები კვლევის მენეჯმენტში (6 კვირა ამერიკის შეერთებულ შტატებში): ოთხი კვირა დაეთმობა კვლევის მენეჯმენტს ამერიკის უნივერსიტეტში, პრაქტიკაზე დაკვირვებასა და კვლევითი ადმინისტრირების სამოქმედო გეგმის შემუშავებას ან შედარებით კვლევას -  პრაქტიკაზე დაკვირვებისას ძირითადი ასპექტების გამოყოფას და მათი გამოყენების შესაძლებლობას მშობლიურ უნივერსიტეტში).  ორი კვირა დაეთმობა ინტენსიურ ტრეინინგს  ვაშინგტონში.
  2. გრანტები და პოსტ-სასტიპენდიო ჩართულობა: UASP-ის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ გრანტები კვლევის ადმინისტრირების პროექტის წამოწყების მიზნით, მშობლიურ დაწესებულებებში, შეუძლიათ დაესწრონ შესაბამის ადგილობრივ  და საერთაშორისო კონფერენციებს ან წარუდგინონ კვლევითი გრანტი მშობლიური დაწესებულების ფაკულტეტის წევრს.

  დეტალური ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.irex.org/uasp  ან თანდართული ფაილის სახით.

სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 13579