ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2016-ის მონაწილეთა შესარჩევად. ზამთრის სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა- პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტი განკუთვნილია საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტთათვის, ასევე სკოლის დამამთავრებელი კლასების (XI-XII) მოსწავლეთათვის. ზამთრის სკოლა – 2016-ში მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 25 იანვრისა, ელექტრონულ მისამართზე – zamtrisskola@gmail.com უნდა მოგვაწოდონ ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – sylfaen; ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1) ნებისმიერ საკითხზე ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:
საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
ქართული ენა და მისი დიალექტები;
ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
საქართველოს არქეოლოგია;
ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
ქართული ფილოსოფიის ისტორია.
ექსპერტთა მიერ კონკურსანტთა ნაშრომებიდან შეირჩევა 30-35 საუკეთესო ნაშრომი, რის მიხედვითაც დაკომპლექტდება პროექტის მონაწილეთა კონტინგენტი. მონაწილეები 19.02.2016 შეიკრიბებიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, გაივლიან რეგისტრაციას და გაეცნობიან პროგრამას. სკოლის ფუნქციონირების პროცესში (19.02.2016-29.02.2016) მონაწილენი დაბინავდებიან სასტუმროში, სადაც წარიმართება სასწავლო პროცესი. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროს მომსახურებით და კვებით. სალექციო კურსებს გაუძღვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები. სასწავლო პროცესის ინტერაქტიური ფორმატიდან გამომდინარე, თითოეული ლექციის ბოლოს გაიმართება დისკუსია, ასევე დღის ბოლოს ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები – ლექციების თემატიკის შესაბამისად მოეწყობა პროექტის მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია.
ზამთრის სკოლა – 2016-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც შეჯამდება სკოლის შედეგები, სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია დაჯილდოვებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
პროექტის ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2016-ის მონაწილეთა მიერ შესრულებული საუკეთესო ნაშრომები გადაეცემა სპეციალურად შექმნილ საგამომცემლო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს რედაქტირებული მასალის (არა უმეტეს 10 ნაშრომისა) ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოცემას.
ზამთრის სკოლა 2016-ის მონაწილედ შეირჩევა 30-35 ახალგაზრდა, მათ შორის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთაგან - არა უმეტეს 5 მსმენლისა.
ზამთრის სკოლა – 2016-ში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაცია (შესავსები აპლიკაცია იხილეთ წერილზე თანდართულ ფაილში), შესრულებულ ნაშრომთან და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლთან ერთად უნდა მოგვაწოდონ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური