ლატვია 2018-2019 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500ევროს, დოქტორანტებისთვის -670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად).
აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოაცხადებს, ასევე, საზაფხულო კურსს, რომელიც 1 მარტს, ამავე ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდება .