იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში „ლიტერატურული კლუბის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის 23 მაისს 14:00 საათზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება „ლიტერატურული კლუბის“ პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე, ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, ასოც. პროფ. ნინო გოგიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „იაკობ გოგებაშვილის საბავშო მოთხრობები, როგორც ჩვევებისა და ღირებულებების უნივერსალური მოდელი აღმზრდელობით სისტემაში.“

„ლიტერატურული კლუბი“ ორ მიმართულებას შეითავსებს: 1. სამეცნიერო-ლიტერატურული ბლოკი - „ლიტერატურა-უსაზღვროდ,“ რომლის ფორმატში განხორცილედება მასტერკლასები და ლექციები; მოწვეულები იქნებიან ცნობილი მწერლები და მეცნიერები. 2. სასწავლო-ინოვაციური ბლოკი - „პერფორმანსი და სწავლების თანამედროვე მეთოდები,“ რომლის ფორმატში სტუდენტები და ლექტორები დაგეგმავენ ერთობლივ ლიტერატურულ წარმოდგენებს, ჩვენებებს და პოეტურ პერფორმანსებს.

შეხვედრის ბმული https://meet.google.com/kaw-yafp-son?authuser=0

 
მნახველთა რაოდენობა: 1686
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'