ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო იწვევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მეცნიერებს მონაწილეობის მისაღებად VIII ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე წლისთავს.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური იდეების გენერირებასა და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
უცხოელ ან უცხოეთში მყოფ ქართველ მონაწილეებს შეუძლიათ კონფერენციაზე დისტანციურად დასწრება. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო მათი ნაშრომები გამოქვეყნდება კრებულში.

