27 სექტემბერი უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა დღეა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, თელავში მეცნიერების ფესტივალი ჩატარდება.
უნივერსიტეტის ღია სივრცე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და პროფესიული კოლეჯის აქტივობებსა და გამოფენებს უმასპინძლებს, შედგება წარმატებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი.
საკონცერტო ნომრებით საზოგადოების წინაშე წაესდგებიან, ქორეოგრაფიული ანსამბლები--"კავკასიონი" და "ჭადარი", უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი, თელავის IVსაჯარო სკოლის მომღერალ ბავშვთა გუნდი " "ფესვები", სოლო- სიმღერებს შეასრულებს უნივერსიტეტის სტუდენტი, ჯული ზაალიშვილი. ფესტივალის დასაწყისი, 14 საათზე.