იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პროექტის ETHICS-ის ფარგლებში, კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის თემაა კვლევის პროცესის ძირითადი გამოწვევები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრის ორგანიზებას, უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი ახორციელებს.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში, 14 ივნისს, 15 საათზე.


