იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი ჩატარდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბიზნეს ფორუმი, She Means Business გაიმართება.

ბიზნეს ფორუმი კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების კომპლექსური პროგრამის, She Means Business-ის ფარგლებში ჩატარდება.

ფორუმზე დასწრება კახეთში მცხოვრებ მეწარმე, მეწარმეობის მსურველ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ქალებს შეუძლიათ.

ფორუმზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მულტისექტორულ თანამშრომლობაზე, ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაზე ისაუბრებენ.

შეხვედრის მონაწილე ბიზნეს-ლიდერი ქალები დამსწრეებს საკუთარი წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ.

პროექტი She Means Business რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მიზანი. რეგიონში მცხოვრები მეწარმე და მეწარმეობის მსურველი ქალების დახმარება და ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის მრავალფეროვანი რესურსებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზების გზით აპირებს.

პროექტის მხარდამჭერები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

ფორუმის პარტნიორები და მხარდამჭერები ასევე არიან--თელავის ქალთა ოთახი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტო, UN Women, Mercy Corps და სხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.

შეხვედრა 30 ივნისს, 12 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1456