2 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თავდაცვის ახალ კოდექსს და შესაბამისად, სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ რეგულაციებს გააცნობენ.
შეხვედრა შედგება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში.