იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის N7 საჯარო სკოლა ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებენ

იაკობ გოგებაშვი GBლის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თელავის N7 საჯარო სკოლის ორგანიზებით I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ინოვაციები STEAM განათლებაში, ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დარგის შესაბამის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, STEAM საგნების მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს. კონფერენცია მოიცავს პლენარულ მოხსენებებს, სტენდურ მოხსენებებსა და ვორქშოფებს. კონფერენციის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS https://salis.iliauni.edu.ge/;

მასწავლებელთა ევროპული ქსელის “Science on Stage” ეროვნული კომიტეტი “Science on Stage-საქართველო” https://salis.iliauni.edu.ge/science-on-stage-saqarthvelo/;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

სწავლების STEM და STEAM მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ელექტრონული და მექანიკური კონსტრუქტორების მწარმოებელი კომპანია STEAMit · სთიმითი;

საკონფერენციო მოხსენებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებების მიხედვით: STEAM საგნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა; კვლევაზე დაფუძნებული სწავლება; გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული სწავლება;

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლება; ინკლუზიური განათლება; პედაგოგიური პრაქტიკისა და საჭიროებების კვლევა; საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები;

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც მომხსენებლის, ასევე მსმენელის სტატუსით. რეგისტრაციის ვადა: 30 აპრილი, 2024 წელი მომხსენებლის სარეგისტრაციო ბმული _ https://forms.gle/jPy9u1jre8fkUZyB7  მსმენელის სარეგისტრაციო ბმული _ https://forms.gle/2UBmB84odGuXhgmo9 კონფერენციის სამუშაო ენებია, ქართული და ინგლისური.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2024 წლის 8 ივნისს.

 
მნახველთა რაოდენობა: 396
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'