ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებათა კვირეულს გახსნის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულში ჩაერთვება და ონლაინ ღონისძიებას გახსნის.

ადამიანის უფლებათა კვირეული, წელს, ქალთა მიმართ ძალადობის მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე 16 დღიან კამპანიას ემთხვევა და ონლაინ შეხვედრის თემატიკაც , ამას ეხმიანება.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასშტაბურ პროექტში პირველად ჩაერთო და შეხვედრაში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას დაესწრებიან, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი იურისტები.

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტარდება და მას სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

კვირეულის ბოლოს, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ის პირები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აქტიურად საქმიანობენ.

ღონისძიება ჩატარდება 2023 წლის 2 დეკემბერს 19 საათზე Zoom პლატფორმის მეშვეობით და დასწრება თავისუფალია.

https://us06web.zoom.us/j/83748699252?pwd=xWWWbONS2OragOT38xFVoh2jLe2mLa.1

პროგრამა

 
მნახველთა რაოდენობა: 555
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...