ჩვენ ბუკელები ვართ" -- მოსწავლეთა კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

25 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული აბორიგენების რიგით მეხუთე, საიუბილეო კონფერენცია ჩატარდება. ,ციფრული აბორიგენები, ჩვენ ბუკელები ვართ, ეპიზოდი მეხუთე"--კონფერენციაში მონაწილეობას კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის V-VI და საბაზო საფეხურის VII-IX კლასის მოსწავლეები მიიღებენ. კონფერენციის მონაწილეები ნამუშევრებს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით წარადგენენ. კონფერენციის ორგანიზატორები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი არიან. კონფერენცია 12 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 234
 
 
 
 
    2022 დეკემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.