იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე

ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" (MSDA) დაკავებულია არსებული მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა - განვითარებით (საქმისწარმოება, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემთა ელექტრონული სისტემები და სხვ.), თუ ახალი ელექტრონული სერვისების რეალიზაციით.

ამჟამად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩვენი ორგანიზაცია იწყებსმუშაობას თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“გუნდისფორმირების აუცილებლობა.

გუნდისმიზანი :მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა დაშეფასება, ელექტრონული სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა.

შერჩევის ეტაპები:

  • ინდივიდუალური გასაუბრება.

  • მიცემული დავალების საფუძველზე პრეზენტაციის წარმოდგენა.

 

ეტაპების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები გაივლიან უფასო გადამზადების კურსს თბილისში.

კურსის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

  • MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების გამოყენება - მართვას;

  • მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი ფუნქციური აღწერის დოკუმენტის შექმნას.

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმიმოხილვით კურსს.

  • თვითმართველი და საჯარო მმართველობის ზოგად კურსს.

  • კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. რომელთაც მოუწევთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების ადმინისტრირება.

  • მუნიციპალიტეტის არსებული სტრუქტურული ერთეულების შეფასებადა დოკუმენტირება

  • მუნიციპალიტეტის გეოსივრცითი მონაცემების შესწავლა და დოკუმენტირება.

  • მუნიციპალიტეტის თანამშრომლების თვისტრენინგების დაგეგმვადა ჩატარება.

  • დანერგვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება

  • ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, საჭიროცვლილებებისგამოვლენადადროულიინიცირება

  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი.

უნარები:

  • კომპიუტერის და საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.

  • შემოქმედებითი აზროვნება  და პედაგოგიკური უნარები (მიღებული ცოდნის ეფექტურად გადმოცემა - პრეზენტაცია).

  • უცხო გარემოში ადაპტირების უნარი.

  • კომუნიკაბელურობა.

 

  • გუნდში, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

(ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კურსი - დამამთავრებელი ბაკალავრი/მაგისტრატურა

  • შეფასება -   უკანასკნებლი სემესტრის/კურსის მიხედვით უნდა შეადგენდეს: A (ფრიადი) B (ძალიან კარგი)  C (კარგი).

პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი

ანაზღაურება: დარიცხული 2000 ლარი.

შრომითი ხელშეკრულებით გაფორმებული პირი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინით, ლეპტოპითა და სამივლინებო ხარჯით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV-ი   jobs@msda.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 8809
 
 
 
 
    2024 მარტი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.