20 ოქტომბერს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, ერთის მხრივ, მობილური ახალგაზრდული საქმიანობის გაცნობა და მეორეს მხრივ, სამომავლო თანამშრომლობი შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა. სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიზანია სამეწარმეო და დასაქმების უნარების განვითარება-შენარჩუნების გზით, ხელი შუწყოს განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი (NEETs) და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.