13 ივნისს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ ტერნინგი -,,ეფექტური გასაუბრება და CV-ის წარდგენა"- გაიმართა, რომელსაც სასტუმრო ,,შატო მერეს“ თანამფლობელი ნინო გაგუა უძღვებოდა.
შეხვედრაზე საუბარი სტუდენტების დამსაქმებლებთან ურთიერთობის საკითხებს შეეხო. როგორც ტრენინგზე აღინიშნა, CV-ის სწორად შედგენა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების სწორად გამახვილება დასაქმების მსურველთათვის აუცილებელია.