იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა საყურადღებოდ!
24 ივლისს, 11:00 საათზე, გურჯაანის ტექნოპარკში Amazon_ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე მგელაძე გამართავს პრეზენტაციას თემით "როგორ კადრებს ეძებს Amazon საქართველოში".
პავლე მგელაძე, პირველი ქართველია Amazon.com-ში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე, სადაც მან მუშაობა 2016 წელს დაიწყო "Emory"-ს უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მიღების შემდეგ. მისი კარიერა Amazon-ში, საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო Trade-In გუნდისთვის და ეხლა მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია.
შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული, ან უბრალოდ სურთ კარიერა დიდ, გლობალურ კომპანიებს დაუკავშირონ, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპერებისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება, მიიღონ ინფორმაცია როგორ ყიდის ამაზონი პროდუქტს, რა არის საჭირო საიტზე მოსახვედრად და ა.შ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და ყველას ექნება შესაძლებლობა სპიკერთან ჰქონდეთ უშუალო კომუნიკაცია და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
რესგიტრაციისთვის, გადადით ლინკზე: https://forms.gle/LoaraZP69yTCCHcD6
 
მნახველთა რაოდენობა: 3435
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'