ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია   ,,კრედო  ბანკში”

 ,,კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას     პრობლემური სესხის ოფიცრის სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:   საგარეჯო, გურჯაანი, თელავი.

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცრის სტაჟიორი პასუხისმგებელია მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით სატელეფონო ურთიერთობასა და პრობლემური სესხის ოფიცრის ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია;

პრობლემური სესხის ოფიცერთან ერთად პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან გასაუბრების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;

პრობლემურ სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში პრობლემური სესხის ოფიცრის დახმარება;

ადმინისტრაციული / დოკუმენტაციური საქმიანობის წარმოება  პრობლემური სესხის ოფიცერთან ერთად.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);

სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);

ლოგიკური აზროვნების უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი;

მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;

მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;

პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა  თქვენი სივი გაგზავნეთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება (პრობლემური სესხის ოფიცერი მარნეულში)

განცხადების მიღების ბოლო ვადაა  2018 წლის 10 ნოემბერი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6023
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...