2014 წლის 13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ესტუმრა ლაფანყურის საჯარო სკოლას. უნივერსიტეტის პროფესურამ მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტში არსებული აკადემიური და გაცვლითი პროგრამები, აგრეთვე, სამომავლო ღონისძიებები. სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს.
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ მეფარიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “ვაჟა ფშაველა და მითოსი“.
შეხვედრის დასასრულს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა და ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი იარაჯულმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა.

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.