იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პრიზი ქალი ინოვატორებისათვის

ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) და ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT) ორგანიზებით გამოცხადდა შემდეგი კონკურსი ინოვატორი ქალებისთვის: „European Prize for Women Innovators“.

აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ინოვაციების მიმართულებით და ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ჰორიზონტი ევროპასთან ასოცირებული ქვეყნების ნოვატორი ქალების დაჯილდოებას, რომელთა ორიგინალურ ინოვაციებს პოზიტიური ცვლილებები მოაქვს საზოგადოებისა და პლანეტისათვის.

კონკურსის ფარგლებში, გაიცემა სულ მცირე 9 ჯილდო სამ საპრიზო კატეგორიაში:

1.      ქალი ინოვატორების პრიზი: პირველი ადგილი - 100.000 ევრო; მეორე ადგილი - 70.000 ევრო; მესამე ადგილი - 50.000 ევრო.

2.      ახალგაზრდა ინივატორების პრიზი: 35 წლამდე ახალგაზრდა ნოვატორი ქალებისთვის. პირველი ადგილი - 50.000 ევრო; მეორე ადგილი - 30.000 ევრო; მესამე ადგილი - 20.000 ევრო.

3.      ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქალთა ლიდერობის ჯილდო. პირველი ადგილი - 50.000 ევრო; მეორე ადგილი - 30.000 ევრო; მესამე ადგილი - 20.000 ევრო.

მონაწილე უნდა იყოს ინოვაციური კომპანიის დამფუძნებელი და აღნიშნული კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადებამდე სულ მცირე 2 წლით ადრე.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 27 სექტემბერი, 2023 წელი, 17:00 CET

დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში და ასევე ვებ-გვერდზე: https://eic.ec.europa.eu/eic-prizes/european-prize-women-innovators-powered-eic-eit_en?fbclid=IwAR3JQ0Uqrizl_Yp4tnuk8ghTY4LTL_-jZRdxr02Fn1Bux4ODRLWXiOA7g4o

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5863