იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) აცხადებს კონკურსს მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრმა (JRC) მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის კონკურსი გამოაცხადა. აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში, მცირე საწარმოში, საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე პირებს, ვისაც კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით ცოდნისა და კომპეტენციის გაღრმავება სურს, შეუძლია შეთავაზება გამოიყენოს. კონკურსი დაეხმარება მონაწილეს შემდგომში, "ჰორიზონტი ევროპას" კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით გრანტის მოპოვებაში. კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს:

·         ქიმია;

·         ბიომეცნიერებები;

·         ფიზიკური მეცნიერებები;

·         ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT).

დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ვებ-გვერდით:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/knowledge-tools-laboratories/training-programmes/open-access-jrc-research-infrastructures-training-and-capacity-building_en   

JRC კონკურსის დახმარებით, შესაძლებელია ტრენინგში მონაწილეობის მიღება და უნარების განვითარება სამ ძირითად ლაბორატორიაში:

1.  Hopkinson Bar Facility (ELSA-HopLab) - სადაც შესაძლებელია ისეთ მასალებისა და სტრქუტურულ კონპონენტების შესწავლა, როგორიცაა დარტყმა და აფეთქება. ჰოპკინსონის ლაბორატორია, დეფორმაციის მაღალი სიჩქარის პირობებში, მასალების ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

·         ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე

·         განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023

დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ბმულით:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-hoplab_en   

2.  Reaction Wall Facility (ELSA Reaction Wall) - ლაბორატორიაში შესაძლებელია რეალური ზომის ნიმუშების სტრუქტურის საიმედოობის შეფასება, მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი/ხელოვნური საფრთხეების წინაღმდეგ.

·         ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე (2 დღე ონლაინ)

·         განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023

დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ბმულით:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-reactionwall_en  

3.  ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია (JRC Nanobiotechnology Laboratory) - მულტიდისციპლინური კვლევების ჩასატარებლად, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ფოკუსირებულია ნანომასალების, ნანომედიცინის, მოწინავე მასალების და მიკრო(ნანო) პლასტმასის დახასიათებაზე. ლაბორატორიაში ჩატარდება ტრენინგები, სადაც ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი მიკრო-ნანოპლასტიკების აღმოჩენა და მისი მახასიათებლების შესწავლაა შესაძლებელი. მონაწილეები გაეცნობიან ნანოტექნოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჯანმრთელობის პროდუქტების დახასიათების მექანიზმებს.

 ·         ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე 

  ·         განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 30 აპრილი, 2023

დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ბმულით:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-nanobiotech_en

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 8338
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.