მიმდინარე წლის 29-30 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„კულტურათაშორისი დიალოგები VI“ -გაიმართა.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფ. ნუნუ გელდიაშვილმა, რის შემდეგაც მუშაობა რამდენიმე სექციაში გაგრძელდა. 30 ოქტომბერს მონაწილეები დაესწრნენ ვორქშოპს „პიროვნების ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის მეცნიერული ასპექტები“, რომლსაც პროფესორი ნონა ახალაშვილი უძღვებოდა. კონფერენციის დასრულების და ღონისძიების შემაჯამებელი ნაწილის შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უკვე ტრადიციულია და წელს მეექვსედ ჩატარდა. მისი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯომარეა თესაუს რექტორი ირმა შიოშვილი, თანათავმჯდომარეები და დამფუძნებლელბი კი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.
Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, კონფერენცია შერეულ (პირდაპირ და დისტანციურ) ფორმატში ჩატარდა.