იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXV (მე-80) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია
24 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXV (მე-80)
საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
შეხვედრა თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით გაგრძელდა, სადაც სტუდენტთა მოხსენებები განიხილეს. მოგვიანებით კი, სექციის ხელმძღვანელებმა მუშაობის ანგარიში წარადგინეს.
კორონაპანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
 
მნახველთა რაოდენობა: 5746