იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თესაუ-ს წარმომადგენლები ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

       ესპანეთის  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა,  საერთაშორისო  პროექტის -UNISON- ფარგლებში,  პროექტის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის  ტრენინგს უმასპინძლა.

      ტრენინგის მონაწილეები, რომელთა შორის თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი  და  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მზია მაისურაძე  იყვნენ, სამეწარმეო  ეკოსისტემების შესახებ   სანტიაგოს უნივერსიტეტის გამოცდილებას  გაეცნენ.   პროექტის მონაწილეებმა ის   პრობლემები   განიხილეს, რაც, შესაძლოა, შვილობილი კომპანიების დაარსებას მოჰყვეს.

     UNISON-ის  ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა   ბიზნეს-ინკუბატორები და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები  დაათვალიერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 30026
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.