იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ის უმსხვილესი პროექტის პარტნიორი გახდა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ინოვაციურ ინსტიტუციური განვითარების პროექტში, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ბელგიიის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინისა და კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტები ჩაერთვებიან.
3E-Partnership პროექტი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას და ტრენერების გადამზადებას ისახავს მიზნად.
პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.