იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“_ თესაუს წარმომადგენლები პირველ ეროვნულ შეხვედრას დაესწრნენ

თესაუ-ს წარმომადგენლებმა, 1 მარტს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართულ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“, პირველ ეროვნულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მიესალმნენ და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ილია  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა მაია შუხოშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილე ლაშა მარგიშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული სამუშაო პაკეტები, თითოეული პარტნიორის როლი და სამოქმედო გეგმები. ასევე, გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციები.

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და  უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე. საქართველოს 10 უნივერსიტეტთან  ერთად კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

პროექტის არასაუნივერსიტეტო პარტნიორები  არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსდა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6302