იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს ადმინისტრაციული პერსონალი ერასმუს+ CISI პროექტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მარბურგის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტისინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერადფარგლებში პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამართულ შეხვედრებს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა და პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი, მაკა კოჭაური ესწრებოდნენ.

ქართველმა სტუმრებმა, მარბურგის უნივერსიტეტში არსებული ცენტრი მოინახულეს, რომელიც სსმ და შშმ პირებს უჭერს მხარს და სრულფასოვანი განათლების მიღების მიზნით, მათთვის სათანადო პირობებს უზრუნველყოფს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მოინახულეს სპეციალური ცენტრებიც, სადაც უსინათლო და მხედველობის დარღვევების მქონე პირები სწავლობენ. გერმანელმა პარტნიორებმა, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ქართულ უნივერსიტეტებს ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებაში დახმარება აღუთქვეს.

2019 წლიდან დაწყებული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია შშმ პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობებესების გზით, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 ახალი სასწავლო კურსი და 2 ტრენინგ-მოდული დაინერგა.

 

 

 

           

 
მნახველთა რაოდენობა: 8112