იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისათვის - თესაუში პროექტ HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავალას განვითარების სააგენტოს პროექტის ერთადერთი ქართველი პარტნიორია. პროექტის თანახმად, იუნესკოს სიაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეშვეობით, შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყანა ახალ ტურისტულ კორიდორს შექმნის. საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა და რუმინეთი, პროექტში სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ჩაერთვებიან. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაწილე მხარეებს შორის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

პრესკონფერენცია პროდუქტის თაობაზე, უნივერსიტეტში, დღეს, სხავადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა პროექტის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს. პროექტის კოორდინატორის, ნიკოლას თომაიდისის (საბერძნეთი) განმარტებით, იუნესკოს დაცული ძეგლების მეშვეობით, ყველა ასაკის ტურისტისთვის ხელმისაწვდომი, განათლებისა და გართობის გამაერთიანებელი პროდუქტი შეიქმნება. ,,ის ერთნაირად საინტერესო იქნება ყველა ასაკის ტურისტისთვის, დამუშავდება ელექტრონული წიგნი, მომზადდება აგრეთვე სასწავლო მოდულები გელოკაციების შესახებ. კორიდორი იქნება უნიკალური, მულტიმედიური სერვისი შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე",- განაცხადა თომაიდისმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე წარადგინა კულტურული მკვიდრეობის 10 ლოკაციის ჩამონათვალი, რომელთა შორის, თელავის არქიტექტურა, ბატონის ციხე, ერეკლეს მონუმენტი, თელავური ქორწინების სახლი, თელავის ღვინის მარნები, ათასწლოვანი ჭადრის ხე და შუამთის მონასტერიც შევიდა. პროექტის ფარგლებში შექმნილ საბოლოო პროდუქტს 2023 წლის ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე წარმოადგენენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 7497