იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
RURD-ის საერთაშრისო პროექტის მორიგი შეხვედრა თესაუში
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, RURD-ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-4 მაისს კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე და ძირითად შედეგებზე, ფინანსურ და ადმინისტრაციულ, ადგილობრივ ხელისუფლებსა და უნივერსიტეტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგლემ, პლატონ კალამახელიძემ, მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და საქართველოს ხარისხის განვითარების ცენტრიდან.
3 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა გახსნა, სადაც ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს სწავლის დაფინანსების მოდელების განხილვა წარმოადგენდა.
უნივერსიტეტების რექტორებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და სავარაუდო ვერსიებზე შეთანხმდნენ.
Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში _RURD“, მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
 
მნახველთა რაოდენობა: 10241