იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (RURD) ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელაში

2022 წლის 29-31 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ ორგანიზებულ შეხსვედრას დასწერნენ. შეხვედრა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) ფარგლებში ჩატარდა.

თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებთან ერთად, შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივობები და წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები; შეაფასეს უნივერსიტეტსა და რეგიონულ ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და განიხილეს მომდევნო შეხვედრის სამუშაო გრაფიკი. გადაწყდა, რომ პროექტის მომდევნო შეხვედრის მასპინძელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.

პროექტ RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 9343