იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,RURD“-ის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია შეიქმნა

2021 წლის 9 ივლისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი „RURD“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში,  ნუნუ გელდიაშვილმა,  უნივერსიტეტის რექტორის სახელით, ხელი მოაწერა მემორანდუმს -„რეგიონის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ჩამოყალიბების შესახებ“. შეხვედრას  პროექტის კოორდინატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

       მემორანდუმის,საფუძველზე შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად. კონფერენციის ჩამოყალიბებაზე ხელმომწერი უნივერსიტეტებია: სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ -ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს - კავკასიის უნივერსიტეტი სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი, სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივრიტეტი, სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

    პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

     შეხვედრას, თელავის უნივერსიტეტის გარდა, 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორები,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ესწრებოდნენ.

       პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 11844
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.