იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან, პროექტი CISI-ის ფარგლებში

 

 

     დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტი CISI-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან,  განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან, თელავის პარტნიორ საჯარო სკოლებთან და სხვა დაინტერესებული პირებთან.  პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო  პროექტის აქტივობები და  სამომავლო საქმიანობა.

  

     როგორც  შეხვედრაზე აღინიშნა, როგორც საუნივერსიტეტო პროგრამაში განვითარებული კურსების, ისე სპეციალური მასწავლებელის სასერთიფიკატო პროგრამის შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია სამიზნე რეგიონებში პარტნიორი სკოლების შერჩევა და მათთან თანამშრომლობის განვითარება.  დაგეგმილია პროექტის უცხოელი პარტნიორების  ინტენსიური მუშაობა შერჩეული სკოლების მასწავლებლებთან.

 

     ამ ეტაპზე უკვე შექმნილია ახალი კურსები პროექტის პარტიორი ადგილობრივი  უნივერსიტეტებისთვის:  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ახალი კურსები, ძირითადად,  გათვალისწინებულია  მასწავლებელთა მოსამზადებელი  300 კრედიტიანი პროგრამისთვის.  დაწყებულია მუშაობა სპეციალური მასწავლებლის სასერთიფიკატო პროგრამაზე.

 

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI), რომელსაც კოორდინაციას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს.  პროექტის მიზანია შშმ პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. პროექტი მიზნად ისახავს  ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომავალი და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში მომდინარეობს ახალი კურსების შემუშავება საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის, ასევე,  სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი სასერთიფიკატო პროგრამა.

 

  

 
მნახველთა რაოდენობა: 14271
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.