იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკავშირის პროექტი DITECH-ის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა

2021 წლის 25 - 27 თებერვალს ევროკავშირის Erasmus+ის პროექტი DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში). 

   შეხვედრაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს და ევროპის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.  

    შეხვედრა  პროექტის კოორდინატორების: ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის, სირიე ვირკუსისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის,  იზაბელა პეტრიაშვილის, მიერ იყო ორგანიზებული.

   შეხვედრა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ანდრეს იოსაარი გახსნა და   ციფრული ტექნოლოგიების ერაში, პანდემიის პირობებში, ელექტრონული სწავლების მნიშვნელობასა და როლზე  ისაუბრა.

         DITECH-ის  კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს   პროექტის მიზნები, ამოცანები, ევროკავშირის მხრიდან შემფასებელთა კომენტარები, პირველადი გეგმები და საქართველოს უნივერსიტეტების პირველი ნაციონალური შეხვედრის შედეგები გააცნეს.  

   რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოყალიბდა  სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის, დისემინაციის მენეჯმენტის და IT ჯგუფის გეგმები. 

    სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები ამოცანები და სამომავლო აქტივობები.

 
მნახველთა რაოდენობა: 14346