,,ESTA’’- ინტერნეტ-შეხვედრა Erasmus +-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში

 2020 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა  ინტერნეტ-შეხვედრა Erasmus + -ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო  პროექტის ,,ESTA’’ („Educating Science Teachers for All” (ESTA - 609719-EPP-1-2019-1-DE-EPPKA2-CBHE-JP) კოორდინატორთან (სილვია მარკიჩი-ლუდვიგსბურგის პედაგოგიური ინსტიტუტი). 

     შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული უნივერსიტეტების (გერმანია, ირლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ფილიპინები, საქართველო) კოორდინატორები.  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა  თესაუში პროექტის კოორდინატორი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ნინო მოდებაძე. 

    შეხვედრაზე შექმნილი გლობალური ვითარების  ფონზე პროექტის მიმდინარე აქტივობები,  თითოეული სამუშაო  პაკეტის შესრულების  მიმდინარეობა და  სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც  ყურადღება    უნივერსიტეტის მიერ ბუნებისმეტყველების ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვის პროცედურებსა და  პროექტის ფარგლებში ბუნებისმეტყველების სილაბუსების მოდიფიცირების მიმდინარე პროცესებზე გამახვილდა. 

   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კოორდინატორის მიერ პროექტის მიმდინარეობა პოზიტიურად შეფასდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 150
 
 
 
 
    2020 ოქტომბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    10

    11

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.