,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI)-შეხვედრა თესაუში

 ,,ერასმუს +“-ის საერთაშორისო პროექტის-,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  (CISI)-ფარგლებში, 6 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო  შეხვედრა ჩატარდა.

    თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი  მაკა კოჭაური და უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამავე პროექტის წევრები არიან,  საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, მშობლებს და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტის წევრებმა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.

   პროექტის მიზანია, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების  გზით, სკოლებში შშმ პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

    საერთაშორისო  პროექტში, რომლის ამოცანაა ახალი აკადემიური, სატრენინგო  კურსების და მოდულების განვითარება, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები არიან  ჩართული.

  

 
მნახველთა რაოდენობა: 536
 
 
 
 
    2020 აპრილი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.