იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორები ლუდვირგსბურგის პედაგოგიურ უნივერსიტეტში

  მიმდინარე წლის 16-19 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალი:  პროფესორი ნინო მოდებაძე, ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე და მოწვეული დოქტორი ნათელა ბაღათრიშვილი ლუდვირგსბურგის (გერმანია) პედაგოგიურ უნივერსიტეტში, Erasmus + ის საერთაშორისო პროეტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ.

    პროექტი-Teachers for All (ESTA)-

 უნივერსიტეტში     განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე განხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა  პროფესიონალიზმის ზრდასა და სტუდენტების შესაბამისი საპილოტე კურსების საშუალებით მომზადებას.

   გარდა ამისა, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ფაკულტეტზე გაიხსნება ბუნებისმეტყველების ლაბორატორია, რომლის თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვისათვის პროექტში განსაზღვრულია 40 000 ევრო. იგი ითვალისწინებს ლაბორატორიის სამეცნიერო და მულტიმედიური საშუალებებით მომარაგებას. 

    პროექტის კოორდინატორია ლუდვიგსბურგის უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიმერიკის(ირლანდია),  სარაევოსა და მოსტარის (ბოსნია ჰერცოგოვინა) უნივერსიტეტები, ასევე ფილიპინების წარმომადგენელი ორი უნივერსიტეტი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 17760