იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,იმუშავე და იმოგზაურე აშშ-ში“ - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

 6 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის  შეერთებულ  შტატებში, საგანმანათლებლო  გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

     კომპანია ,,სტარაკადემის“  აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი ჯოხაძემ და კომპანიის სხვა   წარმომადგენლებმა  თესაუს სტუდენტებს ,,იმუშავე და იმოგზაურე აშშ-ში“ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია  მიაწოდეს.    

     აღნიშნული პროგრამა   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების  საბჭოს (CIEE) მხარდაჭერით  ხორციელდება  და საზაფხულო  არდადაგების  პერიოდში სტუდენტებს   აშშ-ში დასაქმებისა და მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ასაკის, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო (B1) დონეზე ფლობენ.

     ,,იმუშავე და იმოგზაურე აშშ-ში’’ მსოფლიოში  ყველაზე  მასშტაბურ  სასერტიფიკაციო    პლატფორმა  TESOL-თან თნამშრომლობით  მიმდინარეობს.  პროგრამის  მონაწილეები   მასწავლებლის  კვალიფიკაციას მოიპოვებენ, რაც მათ  შესაძლებლობას  აძლევს, სამი თვიდან ერთ წლამდე ვადით,  ჩინეთისა და ტაილანდის სასწავლო დაწესებულებებში, ინგლისური ენა ასწავლონ.

      კომპანია  ,, სტარაკადემი“  საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა და ახალგაზრდებისთვის      სხვადასხვა სახის საერთაშორისო კულტურულ პროექტებს ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 16986
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.