იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

30 დეკემბერს თესაუში  სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა ERASMUS+ საერთაშორისო პროექტ E-PSY ფარგლებში. 
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტში ინტეგრირებული, კვალიფიციური კონსულტანტის მომსახურება მიიღონ. 

პროექტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება. 

პროექტის ფარგლებში აკადემიური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და დახმარებას. ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები ვინც მოემსახურება სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.: http://epsy.ge/ka 
ფსიქოლოგის კონსულტაციის მისაღებად ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ მეილზე: ia.chaqiashvili@tesau.edu.ge

ცენტრი ოფიციალურად მუშაობას დაიწყებს 2023 წლის თებერვლიდან. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4056
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.