იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ Lovedistance-ის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრა ბარსელონაში

2022 წლის 4-7 ივლისს, ბარსელონაში  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE-ის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, პორტოდან და ესპანეთიდან.

შეხვედრაზე განხილული იქნა  პროექტის მიმდინარეობის  ხარისხის  ინდიკატორები, რომელიც წარადგინა პროექტის გარე აუდიტმა, შეფასდა პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები და დაიგეგმა მომდევნო ნაბიჯები პროექტის სამომავლო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.  

გარდა პროექტის ხარისხისა, შეხვედრაზე წარდგენილი იქნა პარტნიორ უნივერსიტეტებში პილოტირებული კურსების შეფასების ანგარიშები, პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის ფინასური),   დისემინაციის სტრატეგია და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

FUNIBER-ისგან,   პროექტის მასპინძელი ორგანიზაციისგან, გაზიარებული იქნა პროექტის ვირტუალური პლატფორმა.

აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული იყო იმითაც, რომ გაზიარებულ იქნა პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების  საუკეთესო მაგალითები. შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის მიერ დაფინასებული შემდეგი პროექტები: RURD, DITECH, VITAGLOBAL, INTEGRITY, HERD და CISI.

 
მნახველთა რაოდენობა: 6019
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.