იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ VITAGLOBAL-ის ფარგლებში, მენდოზასა და ბუენოს აირესში მორიგი შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 3-8 აპრილს, არგენტინაში, ქუიოს უნივერსიტეტის ორგანიზებით,  ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის  598507-EPP-1-2018-1-ES-EPPKA2-CBHE-JP  „გლობალური ქსელის შექმნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობისთვის: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით" (VITAGLOBAL)  მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თელავის უნივერსიტეტიდან  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი  და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  მედეა ორმოცაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებები და დისკუსიები მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ექვსი მოდულის  წარდგენას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული აკადემიური თანამშრომლობის  გაგრძელებას, ადგილობრივი ეკონომიკური მრგვალი მაგიდების ორგანიზებას და ინდუსტრიასთან დიალოგს.  ასევე, განხილულ იქნა, პროექტის ფარგლებში შემუშავების პროცესში მყოფი, „White paper“-ის პრეზენტაციის სწავლებისა და სწავლის მოდულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხი. პროექტის  პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის  თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ  პრიორიტეტების მიხედვით ემსჯელათ შემდგომი ქსელების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.   

შეხვედრები ორ ლოკაციაზე _ მენდოზაში და ბუენოს აირესში გაიმართა, რათა პროექტის პარტნიორებს საშუალება მისცემოდათ უფრო ფართო ჭრილში მომხდარიყო არგენტინის ღვინის ინდუსტრიაში ჩართულ საწარმოებსა თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები და სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6672
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.