იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველი შეხვედრა ERASMUS+ საერთშორისო პროექტის PRINTEL-ის ფარგლებში

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლებისა და სწავლის ვირტუალური ასპექტების შემოტანა მოხდება.

   პროცესის ხელშეწყობა ERASMUS+ საერთშორისო პროექტის PRINTEL „ცვლილება საკლასო ოთახში:ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“  მეშვეობით განხორციელდება.

  პროექტის ფარგლებში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 14-17 თებერვალს, პირველი კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. როგორც პროექტის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, შეხვედრაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც  იმყოფებოდნენ.

  პროექტი სამწლიანია და  მის განხორციელებაში ესპანეთის, პორტუგალიის, შვედეთისა და ავსტრიის გარდა, სომხეთი და ბელორუსიის უმაღლესი სასწავლებლები  მიიღებენ მონაწილეობას.

 
მნახველთა რაოდენობა: 18945
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.