იტალიის მთავრობის გრანტები უცხოელი და იტალიელი მოქალაქეებისთვის

2019-2020 სასწავლო წლისთვის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო (MAECI) აცხადებს საგრანტო კონკურსს უცხოელი  და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისათვის. კონკურსის მიზანია: მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობა კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში; იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. გრანტები გაიცემა შემდეგი მიმართულებებით: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის კურსები, იტალიის კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევის განხორციელება, იტალიური ენისა და კულტურის კურსები.  

კურსების გავლა შესაძლებელია იტალიურ ან ინგლისურ ენებზე.

 გრანტით სარგებლობის პერიოდია - 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

   სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, 2019 წლის 30 მაისის, 14:00 საათის ჩათვლით, შემდეგი პორტალის საშუალებით - https://studyinitaly.esteri.it.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

 
მნახველთა რაოდენობა: 3631
 
 
 
 
2020 აგვისტო
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.