კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური,  გაზაფხულის სემესტრისთვის, აცხადებს კონკურსს, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალისთვის. შერჩეული კონკურსანტები გაემგზავრებიან იტალიის ტუშას უნივერსიტეტში, შემდეგი მიმართულებით:

ტურიზმი -1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);

განათლების მეცნიერებები - 1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);

ჰუმანიტარული მეცნიერებები-1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);  

აგრარული მეცნიერებები - 1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი).

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში და წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. სამოტივაციო წერილი;

  2. 5 დღის სამუშაო გეგმა;

  3. პასპორტის ასლი.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა - 22 აპრილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 14104
 
 
 
 
2023 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-6-31'