თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) სასტიპენდიო პროგრამა

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო (TUBITAK) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას - ,,საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკველვარებისთვის“. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მკვლევარებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ კვლევა თურქეთის წამყვან აკადემიურ, ინდუსტრიულ ან საჯარო დაწესებულებაში.

  შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (METU), როგორც თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კველვითი უნივერსიტეტი,  მზად არის უმასპინძლოს მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან.

  • სასტიპენდიო პროგრამის ხანგრძლივობაა 24-36 თვე;

  • პროექტის ბიუჯეტი ითვალისწინებს სტიპენდიას პროექტის ხელმძღვანელებისთვის (20.000 თურქული ლირა თვეში - ახალბედა მკვლევარებისთვის და 24.000  თურქული ლირა თვეში - გამოცდილი მკვლევარებისთვის). პროექტის ბიუჯეტით, ასევე, გათვალისწინებულია კვლევითი გრანტი, საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯები.

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში  მისამართზე:

e-bideb.tubitak.gov.tr

  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, ხელმისწვდომია ლინკზე: https://euraxess.ec.europa.eu/jobs/hosting/post-doctoral-reintegration-fellowship

საკონტაქტო ინფორმაცია:

შუა აღმოსავლეთის ტექნიკური  უნივერსიტეტის

დაფინანსებული პროექტების სამსახური

ელ-ფოსტა: pdo@metu.edu.tr

ტელ: (+90) (312) 210 38 34

ვებ-გვერდი: www.pdo.metu.edu.tr

 
მნახველთა რაოდენობა: 4019
 
 
 
 
2020 აგვისტო
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.