- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
23 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში (ყოფილ მწერალთა კავშირში) შედგა XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია. გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ტომი, რომელიც წინა ორი ტომის მსგავსად, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. გამოცემაში შევიდა პოეტის 77 წერილი, რომელთაგან 37 პირველად გამოქვეყნდა. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე დაბეჭდილია გრიგოლ ორბელიანის 268 წერილი, რომელთაგან 63 პირველად გამოქვეყნდა. პროექტის ფარგლებში დათარიღდა ქართველ მწერალთა 111 პირადი წერილი. გრიგოლ ორბელიანის წერილების გამოცემა გრძელდება. 2014 წელს გამოიცემა მისი წერილების IV ნაწილი, რომელსაც დაეთმობა ეპისტოლური მემკვიდრეობის V ტომი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული ფილოლოგიური და ისტორიული მეცნიერების კორიფეები: აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვაჟა შენგელია, მწერალი კობა არაბული, პროფესორები: გიორგი გოგოლაშვიოლი, ოთარ ჟორდანია, გელა ყიფიანი, მაია ნინიძე, იოსებ ჭუმბურიძე, იზა ჩანტლაძე, მანანა ასათიანი, ჯული გაბოძე, მაია არველაძე, ლია კიკნაძე, ეთერ ქავთარაძე და სხვები. მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემას.
|
|
სწრაფი ბმულები