1. „ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (I-II ტომები)“ (სამეცნიერო ხელ/ლი - გიორგი გოცირიძე, კოორდინატორი - მზია გიგაშვილი).
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კონკურსის ფარგლებში.  ბიუჯეტი - 150.000 ლარი; განხორციელების ვადები: 19.12.2017-19.12-2020.
პროექტი ითვალისწინებს ქართველი ისტორიკოსების წერილების თავმოყრას, მათ მეცნიერულ შესწავლასა და აკადემიურ გამოცემას. ამ ეტაპზე მზადდება პირველი ტომი, რომელიც მოიცავს პლატონ იოსელიანის, ზაქარია ჭიჭინაძისა და დიმიტრი ბაქრაძის წერილებს. 
 
2. „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VIII-IX ტომები)“ (სამეცნიერო ხელ/ლი - ქეთევან გიგაშვილი, კოორდინატორი - გიორგი გოცირიძე). 
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კონკურსის ფარგლებში.  ბიუჯეტი - 150.000 ლარი; განხორციელების ვადები: 09.12.2016-09.12-2019.
პროექტის ფარგლებში გრძელდება გრიგოლ ორბელიანის წერილების თავმოყრა-სისტემატიზაცია, მეცნიერული შესწავლა, ტექსტოლოგიურ-გამოცემათმცოდნეობითი ხასიათის კვლევები და აკადემიური გამოცემა. 2018 წელს გამოიცა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-8 ტომი, რომელშიც შევიდა გრიგოლ ორბელიანის 104 წერილი. მათი უმრავლესობა რუსულია. პირველი პუბლიკაციის სახით გამოქვეყნდა 98 წერილი, დათარიღდა 13. 2019 წლის ბოლოს გამოიცემა მე-9 ტომი, რომელიც ასევე დაეთმობა გრიგოლ ორბელიანის ბარათებს.
 
3. „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მაგალითზე)“ (სამეცნიერო ხელ/ლი - არსენ ბერთლანი, კოორდინატორი - ქეთევან გიგაშვილი).
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კონკურსის ფარგლებში. ბიუჯეტი - 150.000 ლარი; განხორციელების ვადები: 09.12.2016-09.12-2019.
პროექტის ფარგლებში  კვლევა მიმდინარეობს ლინგვისტიკისა და ენის დოკუმენტირების მიმართულებით.  2017 წელს გამოიცა წოვათუშური ტექსტების მე-4 ტომი, ხოლო 2018 წელს - წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ოთხენოვანი ლექსიკონის მე-3 ტომი, ამ ეტაპზე მზადდება მაყვალა მიქელაძის მონოგრაფია „წოვათუშური ენის შერწყმული და რთული წინადადების სინტაქსი“, რომელიც გამოიცემა წლის ბოლოს. 
 
4. „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“ (სამეცნიერო ხელ/ლი - ქეთევან გიგაშვილი). პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების კონკურსის ფარგლებში. ბიუჯეტი - 216.422 ლარი. განხორციელების ვადები: 22.12.2016-22.12-2019. 
პროექტი ითვალისწინებს ამავე დასახელების სადოქტორო პროგრამის იმგვარ სტრუქტურირებას, რომ დოქტორანტებმა 3 წლის განმავლობაში შეძლონ თავიანთი კვლევითი პროექტების წარმატებით დასრულება და დაცვა, თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით, ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის დისციპლინების ღრმა და საფუძვლიანი ათვისება.
პროექტის ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელო დოქტორანტურის საფეხურისათვის. ამჯამად მზადდება „გამოცემათმცოდნეობის“ სახელმძღვანელო. პროექტის ფარგლებში სამი დოქტორანტი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.
 
 

    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.